Oct 7, 2010

The Twilight Saga: The Official Illustrated Guide




2011 წლის 11 აპრილს გამოვა სტეფანი მეირეს კიდევ ერთი წიგნი, რომლის სახელწოდებაც - The Twilight Saga: The Official Illustrated Guide - იქნება, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ბელას და ედვარდის ისტორიის გაგრძელებას




ეს იქნება დამატებითი წიგნი, სადაც დაწვრილებით იქნება ყოველი ფაქტი აღწერილი. ფაქტები, რომლებიც ''ბინდის'' ყველაზე დიდმა ფანებმაც არ იციან. წიგნში შევა ინფორმაცია, თუ როგორ იწერებოდა ''ბინდის საგები'', რა მიღწევები ნახა მან და ა.შ.



სტეფანი მეირეი აცხადებს : ''მე ყოველთვის მაკვირვებს, თუ რამდენი კითხვები აქვთ ფანებს, ჩემი წიგნის პერსონაჟებზე. ამ წიგნის წაკითხვის შედეგად ვიმედოვნებ, რომ ისინი კიდევ უფრო კარგად გაიცნობენ ჩემ გმირებს და მიხვდებიან თუ რა ჩანაფიქრი მაქვს თითოეულის უკან''

მართალია ეს ფაქტი კინოში არ არის აღნიშნული, მაგრამ წიგნში ნათქვამია, რომ ელისს კალენს, არ ახსოვს თავისი ადამიანური ცხოვრება. წიგნის პირველი ნაწილის ბოლოს ირკვევა, რომ იგი ვამპირად ჯეიმსმა (ვიქტორიას შეყვარებული) აქცია, მაგრამ The Twilight Saga: The Official Illustrated Guide - ში ელისის ისტორია დაწვრილებით იქნება აღწერილი.



წაკითხული გაქვთ ''ბინდის საგები'' ?

2 comments: