Oct 8, 2010

პილინგი სახლის პირობებში


მოდით, ვისაუბროთ იმაზე,თუ რა არის სახლის პირობებში გაკეთებული პილინგი და რით განსხვავდება ის სალონური პილინგისგან.
რჩევები,თუ როგორ გავითოთ პილინგი სახლის პირობებში
რა არის სახის პილინგი, იცის ყველამ. სიტყვა წარმოიშვა ინლისური სიტყვიდან Peel (ნაჭუჭისგან გასუფთავება) აქედან გამომდინარე პილინგი კანის გასუფთავებას ნიშნავს. 4 ყველაზე პოპულარული პილინგის სახეობა არის: მექანიკური, ვაკუუმის, ლაზერული და ქიმიკური. ერთმანეთისგან ისინი უბრალოდ გაკეთების ტექნიკით განსხვავდებიან. სახლის პირობებში კი მხოლოდ ერთი-მექანიკური პილინგის გაკეთება შეგვიძლია.

მექანიკური პილინგის გაკეთება სახლის პირობებში

არსებობს უამრავი პილინგ გელი,რომელიც შეიცავს ბევრ საჭირო მინერალს,რომელიც ატენიატებს კანს,გამოყავს კანის ზედა ფენაში არსებული მიკრობები და აცილებს ''ხორკლებს'', რომელიც კანს განახლებაში ხელს უშლის.მეტი ეფეტქურობისთვსი გირჩევთ,იმ ფირმის პილინგ გელი იყოდოთ, რომლის სხვა კოსმეტიკასაც ხმარობთ.ასევე პილინგის არჩევის დროს მიაქციეთ ყურადღება თუ როგორი სახის კანისთვისაა ის- ქალებისთვის რომლებიც 30 წლეს გადაცილებულნი არიან , რეკომენდირებულია მეტად ''გამათეთრებელი'' პილინგი, ხოლო ახალგაზრდა გოგონები კანის ზედმეტად ''გათეთრებას'' უნდა მოერიდონ.
ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ პილინგის გამოყენება მხოლოდ ჯამრთელი კანისთვისაა რეკომენდირებული.სახეზე უბრალო გამონაყარის დროსაც კი მოერიდეთ მას. ამან შეიძლება კანის ძლიერი გაღიზიანება და ინფექციაც კი გამოიწვოს.
თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, გამოიყენეთ პილინგი კვირაში ერთხელ. თუ კი მშრალი გაქვთ-2 კვირაში ერთხელ.ასევე გაითვალისიწნეთ, რომ მშრალი კანს არ მოუხება ძლიერი დანამატები.იყიდეთ ''ვოსკზე'' დამზადებული გელი.

პილინგ გელებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია : Nivea-Clean Deeper,
რომელიც საქართველოს ყველა კოსმეტოლოგიურ მაღაზიაში თუ აფთიაქში იყიდება.



პილინგის დამზარების რეცეპტები

რა თქმა უნდა, პილინგის გაკეთება სახლში მხოლოდ სკრაბების საშუალებით არ არის შესაძლებელი.არსებობს რიგი ხალხური საშუალებებისა, რომლებიც ქიმიურ პროდუქციაზე არანაკლებ ეფექტურია. ერთ-ერთი მათგანი კი არის 1. ''ჰერკულესის პილინგი''.აიღეთ ცოტაოდენი ღერკულესი და გაურიეთ წყალი , ისე რომ წარმოიქმნას მასსა.წაისვით ის სახეზე . ჩამოიბანეთ თბილი წყლით . ამ რეცეპტის გაკეთებაა კურსის სახითაა ეფექტური-ყოველდღე ,ძილის წინ ორი კვიტის განმავლობაში.
2.ყავის ნალექის პილინგი-წაისვით ყავის ნალექი კარგად დაბანილ სახეზე და შეშრობა აცადეთ. შემდეგ წრიული მოძრაობებით,მასაჯით ჩამოიშორეთ ის ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

ბოლოს კი მინდა გავაფრთხილო ახალგაზრდა ქალბატონები, რომ ფრთხილად იყვნენ პილინგის გაკეთების დროს. თითოეული ჩვენთანაგანის კანს ხომ თავისებურებები აქვთ. გირჩევთ, პილინგის გაკეთება ჯერ სახის პატარა მონაკვეთზე სცადოთ,თუ კანი არ გაღიზიანდა გამოიყენოთ ის რეგულარულად. გისურვებთ თქვენ და თქვენ კანს სილამაზეს და ჯამრთელობას !

No comments:

Post a Comment